Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ქუთაისის მიტროპოლიტი


80 წლის ასაკში გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე.

მიტროპოლიტი ბოლო დღეების განმავლობაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. რამდენიმე კვირით ადრე მეუფეს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.

​ინფორმაცია მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შესახებ ჯერ კიდევ 19 ივნისს, დღისით გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად არ დადასტურდა. ქუთაისი-გაენათის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი 20 ივნისს, 05 საათზე გარდაიცვალა.

მიტროპოლიტის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.

მეუფე კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილი 1938 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. ბერად 1982 წელს აღიკვეცა. იმავე წელს აკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად, 1983 წელს კი ეპისკოპოსად.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა 1989 წელს, ხოლო მიტროპოლიტობა 1992-ში. 2000 წელს ებოძა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG