Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ ახალგაზრდაზე მეტროში მომხდარი ძალადობის გამოძიება ორი მუხლით დაიწყო


თბილისის მეტროს სადგურ "რუსთაველში" მომხდარი ინციდენტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე, ძალადობის მუხლით და 239-ე მუხლის იმ ნაწილით, რომელიც ეხება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, სოციალური, ან სხვა ნიშნით ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებას.

გვიან ღამით, ორ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე მამაკაცი. ზოგიერთმა თვითმხილველმა ჟურნალისტებს უამბო, რომ მოძალადეებს ახალგაზრდების გარეგნული იერი, მათ შორის საყურე არ მოეწონათ.

XS
SM
MD
LG