ამერიკელი ოფიციალური პრები ადასტურებენ, რომ ირანის საზენიტო რაკეტამ ამერიკული დრონი ჩამოაგდო ჰორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში.
ოფიციალური პირების განცხადებაზე იუწყება რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის „როიტერსი“ და „ასოშიეიტიდ პრესი“.
ისინი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ცნობას, რომ 20 ივნისს იქნა ჩამოგდებული ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების MQ-4C Triton-ის ტიპის დრონი.
მანამდე ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა“ გამოაცხადა ამერიკული დრონის ჩამოგდების შედეგად. მაგრამ თუ მისი ვერსიით, ეს მოხდა სამხრეთ ირანის პროვინცია ჰორმოზგანის თავზე, ამერიკული წყაროების აღნიშნავენ, რომ დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, როცა ის ჩამოაგდეს.
ცნობის ფონს ქმნის დაძაბულობა ვაშინგტონსა და თეირანს შორის.