Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე გამოკითხვაზეა დაბარებული


ლევან ვასაძე
ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე საგამოძიებო უწყებაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოიკითხება.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც ყველანაირად შეეწინააღმდეგება „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ ტერიტორიიდან გაიყვანენ.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ლევან ვასაძესთან კომუნიკაცია შედგა, თუმცა რა დროს მივა იგი გამოკითხვაზე, უცნობია.

XS
SM
MD
LG