Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გარდაიცვალა გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც კომაში იყო 4 მაისს მასზე თავდასხმის შემდეგ


უკრაინის ქალაქ ჩერკასიში გარდაიცვალა გამომძიებელი ჟურნალისტი ვადიმ კომაროვი, რომელზეც ექვსი კვირის წინ თავდასხმა მოეწყო.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელმა სერგეი ტომილენკომ 20 ივნისს ფეისბუკში დაწერა, რომ კომაროვი გარდაიცვალა 4 მაისის თავდასხმისას მიღებული დაზიანებების შედეგად. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ, გამოძიება გრძელდება.

„თავდასხმის, ახლა უკვე მკვლელობის, ერთადერთი მიზეზი, ჩერკასელი ჟურნალისტების თანახმად, არის ვადიმ კომაროვის პროფესიული საქმიანობა“, წერს ტომილენკო. მისი ინფორმაციით, კომაროვის ჟურნალისტური გამოძიებები დისკომფორტს უქმნიდა ბევრ ადგილობრივ პოლიტიკოსს, რადგან სვამდა მათთვის უსიამოვნო შეკითხვებს ჩერკასიში, მაგალითად, კორუფციის შესახებ.

4 მაისის თავდასხმის შემდეგ კომაროვი ქალაქ ჩერკასის საავადმყოფოში მოათავსეს. ის კომაში იყო გარდაცვალებამდე.

მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები კიევს მოუწოდებენ, გულდასმით იქნეს გამოძიებული თავდასხმა და დაუსჯელი არ დარჩნენ პასუხისმგებელი პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG