Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრილოვი: საქართველოს პარლამენტში წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს


სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე
სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე

რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა რადიკალებმა დაიკავეს, წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს. გავრილოვის ამ განცხადებას სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.

გავრილოვის თქმით, საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ის აფხაზეთის და დნესტრისპირეთის ომების მონაწილეა. დუმის დეპუტატის მტკიცებით, შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

„რია-ნოვოსტის“ მოჰყავს გავრილოვის განცხადებაც იმის შესახებ, რომ ჩაშლის საფრთხის წინაშეა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე რუსეთ-საქართველოს ყველა მოლაპარაკება.

საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან.

გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG