საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილმა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს, მუშაობენ სავარაუდოდ, დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად და დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს.
სახალხო დამცველი მოგვიანებით გააკეთებს სამართლებრივ შეფასებას რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ.
სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481.