უფლებათდამცველ ცენტრ „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელმა, ოიუბ ტიტიევმა პარასკევს დატოვა საპატიმრო. ნარკოტიკის შენახვისათვის ტიტიევი მსჯავრდებული იყო 4 წლით და სასჯელს იხდიდა კოლონია-ჩასახლებაში.
ტიტიევის შესახვედრად მივიდნენ ნათესავები, კოლეგები და მეგობრები, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ და თითქმის ყველა სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ.
უფრო ადრე ჩეჩნეთში სასამართლომ დააკმაყოფილა უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევის თხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
ოიუბ ტიტიევი 2018 წლის იანვრის დასაწყისში დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად, მის მანქანაში აღმოაჩინეს მარიხუანა. ტიტიევი ირწმუნება, რომ ნარკოტიკები მას პოლიციელებმა "ჩაუდეს". ტიტიევის კოლეგები მის საქმეს მიჩნევენ შეთითხნილად და აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას სურს რესპუბლიკაში უფლებადამცველები გააჩუმოს. ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ხშირად გამოდის რესპუბლიკაში მოქმედი უფლებადამცველების მწვავე კრიტიკით.
ტიტიევის დასაცავად რამდენჯერმე გამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. "ამნესტი ინტერნეიშენალი" მას სინდისის პატიმრად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი არაპოლიტიკური მუხლით იქნა