Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: აღარ შეიძლება "არა ბიძინა, არა მიშა, არა პუტინი ძალების" კონსოლიდაციის გადადება


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „არა ბიძინა, არა მიშა, არა პუტინი“ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს მიმართა, დაიწყონ კონსულტაციები პროპორციული არჩევნების გზით კოალიციური უმრავლესობის შესაქმნელად.

„პირველ რიგში, უკიდურესად სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ გუშინდელი მოვლენების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები, დაშავდნენ ჩვენი სამართალდამცველები და დაშავდა ჩვენი საერთო სამშობლო. ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი შეფაებით, „გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოცნების ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია. იგი გუშინაც მოგვევლინა მასშტაბური პრობლემის ჯერ შემოქმედად(გავრილოვის დასმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე), მერე ამ პრობლემის ვერ მომგვარებლად(პარლამენტის თავმჯდომარის არ გადადგომა) და ბოლოს, ამ პრობლემის კიდევ უფრო მასშტაბურ პრობლემაში გადამზრდელად(საპროტესტო აქციის დაშლა გადამეტებული ძალის გამოყენებით).“

დავით უსუფაშვილის თქმით, კვლავ დადასტურდა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ამოცანაა „ქართულ ოცნებასთან“ მკლავჭიდის გამართვა და ძალაუფლების ნებისმიერ ფასად დაბრუნება, რისი მცდელობაც ხშირად წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ წისქვილზე.

„და, რაც მთავარია, გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ არც ერთი წუთით აღარ შეიძლება „არა ბიძინა, არა მიშა, არა პუტინი“ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდაციის გადადება. „შენების მოძრაობა“ აცხადებს მზადყოფნას აქტიური კონსულტაციებისთვის, რათა მივაღწიოთ პროპორციული და სამართლიანი არჩევნების გზით კოალიციური უმრავლესობის შექმნას, საზოგადოების გამთლიანებას და კონსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებას“ - თქვა დავით უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG