Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში არ შემოუშვეს სტრასბურგში მცხოვრები მათე ციხესაშვილი


ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მისი ახლობელი, ეთნიკურად ქისტი მათე ციხესაშვილი ქართველმა მესაზღვრეებმა უცნობი მიზეზის გამო საზღვარზე შეაყოვნეს და ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც მარიამ კუბლაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ციხესაშვილს, რომელის საქართველოში სტრასბურგიდან მოფრინავდა, არც კი განუმარტეს, რა გახდა საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი და ბერლინის რეისით გააბრუნეს უკან. როგორც კუბლაშვილის ამბობს, მას არც დარეკვის საშუალება მისცეს.

ადვოკატი ქართული მხარისგან ითხოვს, რომ სახელმწიფომ დაასაბუთოს, რა საფრთხეს წარმოადგენდა აღნიშნული პირის ქვეყანაში შემოსვლა და რა საფუძვლით ეთქვა უარი მას საზღვრის კვეთაზე, მაშინ, როცა ის საქართველოს ხშირად სტუმრობს და ქვეყანაში ერთი წლის წინაც იმყოფებოდა. მარიამ კუბლაშვილის ვერსიით, მათე ციხესაშვილისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და საპროტესტო მუხტი ყოფილიყო. ადვოკატი მიზეზების დასაბუთებასთან ერთად იმ ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, რაც ციხესაშვილს მიადგა.

„ეს ადამიანი რომ იყოს საშიშროების შემცველი, რაიმე სახის საეჭვო კავშირებში შემჩნეული, შეიძლებოდა კიდევ რაიმე კითხვა დაგვესვა. ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, პატრიოტი ადამიანია, იმის გამო, რომ ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი იყო, წასვლამ მოუწია აქედან. სტრასბურგში ყოველთვის ხვდება საქართველოდან ჩასულ დელეგაციებს, არის ძალიან პატრიოტი და აქტიური პიროვნება. არასდროს ანტისახელმწიფოებრივი რამ არ გაუკეთებია. ხშირად ჩამოდის, შარშანაც იყო, ერთი წელიც არ არის გასული. ეს არეულობა რომ იყო, ხომ არ ჩათვალეს, რომ წამქეზებელია ან რამე მსგავსი. არ ვიცი, შეიძლება ამასთან არის დაკავშირებული. გაოცებული იქნება თვითონაც, უნდა აეხსნათ რა მოხდა“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

XS
SM
MD
LG