ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმის, გიორგი აბესაძის ინფორმაციით, 33 წლის ქალი დღეს დილით გარდაიცვალა საავადმყოფოში. მას სხეულის 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა.
ექიმის ინფორმაციით, მძიმეა აფეთქებაში ბრალდებულის დედის მდგომარეობა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მესამე პაციენტის მდგომაროება შედარებით მსუბუქია.
თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობას აგრძელებს აფეთქებისას დაშავებული ორი ადამიანი. მათგან ერთი აფეთქებაში ბრალდბული მამაკაცია, მეორე კი მისი დეიდაშვილის შვილი, 10 წლის გოგონა.
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქება 18 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის 11 პრიმა 19-109 მუხლით.