აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სადის არაბეთში ჩავიდა. მას ირანის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის შექმნას სურს. პომპეო პარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე სამეფო - საუდის არაბეთის გარდა ეწვევა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ვაშინგტონის დატოვებამდე პომპეომ რეპორტიორებს განუცხადა თავისი მიზნის შესახებ, რომ მასპინძლებს დაელაპარაკება იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ გლობალური კოალიციის შექმნა, კოალიციისა არა მხოლოდ სპარსეთის ყურის მიმდებარე ქვეყნებთან ერთად, არამედ აზიასა და ევროპაში, რომელიც მზად იქნება პასუხი გასცეს მსოფლიოში ტერორის უდიდეს დამფინანსებელს. პომპეო გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნათქვამს, რომ მზად არის ირანთან მოილაპარაკოს წინაპირობების გარეშე, რათა ძველი მტრებს შორის დაძაბულობა განელდეს.
დაძაბულობა გამწვავდა მას მერე, რაც აშშ გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული ბირთული შეთანხმებიდან და კვლავ დაუწესა ირანს სანქციები. ტრამპს სურს აიძულოს ირანი დათანხმდეს ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებას. ტრამპის აზრით, შეთანხმება არასაკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ ირანს ხელი ააღებინოს ბირთვული იარაღის განვითარებაზე. აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ დაიყოლიოს ირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვაზე და ხელი ააღებინოს მას ახლო აღმოსავლეთში „უკეთურ“ ქცევაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი გამოეხმაურა აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებს ირანის თაობაზე და ჟურნალისტებს 24 ივნისს განუცხადა, რომ ახალი სანქციებით მუქარა "გამწვავების წინასწარგანზრახული და მიზანმიმართული პოლიტიკის ანარეკლია და დასძინა, რომ ეს ზომები "სრულიად კონტრაპროდუქტიული და სახიფათოა".