Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში სამხედრო საწყობში აფეთქებისას ათეულობით ადამიანი დაიჭრა


 ყაზახეთში, არისში, 24 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად ათასობით მოქალაქე გადაიყვანეს ჩიკმენტში
ყაზახეთში, არისში, 24 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად ათასობით მოქალაქე გადაიყვანეს ჩიკმენტში

სამხრეთი ყაზახეთში, ქალაქ არისში ათეულობით ადამიანი დაშავდა სამხედრო საწყობში დიდი აფეთქების შედეგად.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტიმურ დანდიბაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში განაცხადა, რომ 24 ივნისის აფეთქების მიზეზი არ არის ცნობილი.
დანდიბაევის თანახმად, მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს.

ქალაქ ჩიკმენტის საავადმყოფოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 20 ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს მკურნალობენ საავადმყოფოში. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

ქალაქ ოთირარის საავადმყოფოში 34 დაშავებული მიიყვანეს. რეგიონის მმართველმა, ომირზაყ შოკეევმა ქალაქში გამოაცხადა საგანგებო ვითარება და საწყობის მახლობლად მცხოვრებთა ევაკუაციის განკარგულება გასცა.

საგანგებო ვითარებათა კომიტეტის წარმომადგენელმა, ნურსულთან ნურახმეთმა განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა 9:20 წუთზე.

თვითმხილველები იტყობინებიან, რომ აფეთქება მოჩანდა ქალაქის ცენტრიდან.

ზოგიერთმა მათგანმა სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეო ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობის დადგენა რადიო თავისუფლებას დამოუკიდებლად არ შეეძლო.

XS
SM
MD
LG