Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი ავღანელ ჟურნალისტებს დაემუქრა


თალიბანი ავღანეთის მედიას დაემუქრა, რომ თუ მედია საშუალებები არ შეწყვეტენ, როგორც ის უწოდებს, თალიბანის წინააღმდეგ სამთავრობო პროპაგანდას, ისინი სამიზნეში ამოიღებენ ჟურნალისტებს და მათ "სამხედრო სამიზნეებად" განიხილავენ.

თალიბანის განცხადება გადაეცა ავღანეთის რადიო და ტელესადგურებს ერთი კვირით ადრე, სანამ დაიწყებოდეს ავღანეთის მთავრობის დაფინანსებით მომზადებული თალიბანს საწინააღმდეგო რგოლების ეთერში გაშვება.

რგოლებში ხალხს მოუწოდებენ შეატყობინონ ხელისუფლებას, თუ შენიშნავენ თალიბანის საეჭვო ქმედებებს.

ავღანეთის მედიის დაცვის ორგანიზაცია „ნაიმ“ დაგმო თალიბანის მუქარა და ავღანეთის მთავრობას მოუწოდა, გაამკაცროს ავღანეთის მედიის დაცვის ზომები.
„ნაის“ ცნობით, წელს თალიბანთან დაკავშირებული ცხრა მედია ინციდენტი მოხდა. მათ დროს ერთი ჟურნალისტი მოკლეს და ერთი დაჭრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG