Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: როგორ წარმოგიდგენიათ, გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა?


საზოგადოების მოთხოვნა არ არის გახარიას გადადგომა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ერთ -ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი სიტყვებით, საზოგადოება ზუსტად ხედავს ვინ როგორ მოქმედებდა ვინ გამოიყენა ადეკვატური ძალა, ვინ იყო იძულებული ასე გაეკეთებინა“.

მდინარაძის თქმით, პირველ რიგში იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც განვითარებული მოვლენების პროვოცირება მოახდინა. გარდა ამისა, იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა.

„ყოველგვარი მორიდების გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მიკვირს, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და არ ახსენებენ ოპოზიციას. არ ახსენებენ, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებისაკენ, რომლებიც მოუწოდებდნენ ძალადობისკენ.

როდესაც საუბარია, რომ გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დავიწყოთ თავიდან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტში დაშვებულ შეცდომაზე, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება აქციასთან დაკავშირებით, აქ პირველ რიგში უნდა აიღონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც მოუწოდებდნენ. სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და გასცდა ბრძანებას, გასცდა კანონს და თავის დებულებას, მაგრამ აქ საუბარი არ შეიძლება იყოს მინისტრზე, რომელიც მოქმედებდა ადეკვატურად, გასცემდა ადეკვატურ ბრძანებებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა იმ დღეს? როგორ წარმოგიდგენიათ?“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG