Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: ბოლო დღეებმა დაგვანახა, რომ დიალოგი და კომპრომისი აუცილებელია


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმება„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის 24 ივნისის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს:

„ბოლო დღეების მოვლენებმა დაგვანახა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად".

ელჩის თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიას და პლურალიზმს განამტკიცებს.

ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.

მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, გვინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ ეუთოს/ODIHR რეკომენდაციებზე და მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე.

მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული. ველით, რომ ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად და დაბეჯითებით ვთხოვთ ყველას ყოველთვის იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში. როგორც საქართველოს ერთგული მეგობრები და პარტნიორები, მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG