Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კომისარი: "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლების ნათესავები თავიანთ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი ამბობს, რომ ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლების ოჯახების წევრები, ათასობით ადამიანი, სამშობლოში უნდა დააბრუნონ. ბაჩელეტი ამ განცხადებით გამოვიდა 24 ივნისს და დასძინა, რომ განსაკუთრებული სიმძიმით ირღვევა ბავშვების უფლებები.

"უნდა განხორციელდეს ოჯახების უცხოელი წევრების რეპატრიაცია, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა დგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" - თქვა ბაჩელეტმა თავის გამხსნელ სიტყვაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოზე, რომელმაც თავისი ყოველწლიური საზაფხულო სესია ჟენევაში დაიწყო.

მისი თქმით, სირიასა და ერაყში დაკავებულია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლობაში ეჭვმიტანილი 55,000-ზე მეტი პირი და მათი ოჯახების წევრები. ბაჩელეტი გამოვიდა წინააღმდეგი ინიციატივისა მოქალაქეობა ჩამოერთვას პირებს, რომლებიც სირიასა და ერაყში წავიდნენ, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად. ბევრი ევროპული ქვეყანა თავს იკავებს მათი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG