Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი: საქართველომ ჩემი გული დაიპყრო


საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტის სიტყვებს, რომელშიც ის თბილად იხსენებს საქართველოში ცხოვრების გამოცდილებას.

,,საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს - და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს."

ამერიკელი დიპლომატის სიტყვების ფონია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების აკრძალვა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“. იმისათვის, რომ პუტინის ბრძანებას ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG