Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადა მარშანიამ "პირველს," რუსთავი 2"-ს და "იმედს" ბნელი ძალების მომსახურე პროვოკატორები უწოდა


ადა მარშანია
ადა მარშანია

საქართველოს პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანიამ ნაძირლობა უწოდა ზოგიერთი ტელეკომანიის შეფასებას, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვს საქართველოს პარლამენტში ადგილს მარშანია უსუფთავებდა.

„მინდა მივმართო ეგრეთ წოდებულ ტელეარხებს და ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში არიან უბრალოდ, მომსახურე პერსონალი სადისტური პარტიის, რომელიც კოჰაბიტაციაში არის „ქართულ ოცნებასთან“ და თანაოკუპანტია გავრილოვის. გავრილოვზე ნაკლები ესენი არ არიან. თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ?! რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ - გავრილოვს მე ვუნთავისუფლებდი თურმე, აქ ადგილს. ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან“ - განაცხადა ადა მარშანიამ 25 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

„პირველის“ ჟურნალისტები, რომლებსაც პირგველი ჰქვია სამართლიანად ხალხში, „რუსთავი 2“ ცრუსთავი რომ ჰქვია სამართლიანად ხალხში და სამწუხაროდ ვაი, „იმედის“ ჟურნალისტები ჩემთან ახლოს ინტერვიუზე არ მოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალების მომსახურე პერსონალი“ - თქვა მარშანიამ. მან ამ მედიასაშუალებებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„თქვენ მე ნუ მასწავლით ოკუპანტს როგორ უნდა ველაპარაკო. მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ მოსკოვში, თვალებში ვუყურებ და ოკუპანტს ვეუბნები იმას, რაც ეკუთვნის რომ ვუთხრა. აქ, ამ დარბაზში უარესის თქმას ვაპირებდი იმ ოკუპანტისთვის. რატომ შემოიპატიჟეთ ის ოკუპანტი, რატომ გადაწყვიტეთ ასამბლეის აქ ჩატარება?!“ - განაცხადა ადა მარშაიამ.

მან მოითხოვა, რომ განვითარებული მოვლენების გამო, პარლამენტში დღესვე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი.

XS
SM
MD
LG