Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს უკრაინელი ოლიგარქის ექსტრადიციას აშშ-ში


ვენა, 2019 წლის 25 ივნისი: უკრაინელი ოლიგარქი დმიტრო ფირტაში ავსტრიის უზენაეს სასამართლოში
ვენა, 2019 წლის 25 ივნისი: უკრაინელი ოლიგარქი დმიტრო ფირტაში ავსტრიის უზენაეს სასამართლოში

ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც დასაშვებია უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრი ფირტაშის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში.

ფირტაში 2014 წელს დააკავეს ვენაში, რის შემდეგაც ის ცდილობს, თავიდან აიცილოს აშშ-თვის გადაცემა.

სასამართლოს 25 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის საკითხზე.

ფირტაშს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის ბიზნესპარტნიორი იყო და ერთ-ერთ უმდიდრეს უკრაინელად ითვლება, ბრალი წაუყენა აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჩიკაგოში.

ბრალდება უკავშირდება სავარაუდო კორუფციულ სქემას კომპანია „ბოინგისთვის“ ტიტანის მიწოდების გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG