Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია პარლამენტშია


ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. მისი განცხადებით ადვოკატს ჯერ არ გადასცემია მტკიცებულელები, რის საფუძველზეც პროკურატურა მის დაკავებას მოიხოვს.

„რომელ მტკიცებულებებზეა საუბარი, როცა პროკურატურის წარმომადგენელი დალაგებული სახით საუბრობს, რომ ნიკა მელიას აქვს ორი პასპორტი, ერთი ჩვეულებრივი და მეორე დიპლომატიური და მას აქვს შენგენის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“,- ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია საუბრობს იმაზეც თუ რა მოწოდება ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ 20 ივნისს.

„დიახაც, 10 წუთის განმავლობაში თუ არ გადადგებოდა [ირაკლი] კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან , რომელიც ბაქოდან ჩართვით მოგვევლინა ტელეკომპანია „იმედზე“ და განაცახადა, რომ გავრილოვის ამბავი პროტოკოლის ბრალეულობაა, 10-წუთიანი ვადა მივეცი წინააღმდეგ შემთხვევაში, დიახაც , მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეულები, ისე როგორც ამაყ ერს ეკადრება, შევალთ პარლამენტის ეზოში და დაველოდებით კობახიძის გადადგომას და როგორც კი გადადგება ჩვენ დავტოვებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას და მე ვფიქრობ, ნებისმერი ამაყი ერის მოქალაქე და მოქალაქეები მოიქცეოდნენ იგივენაირად“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG