Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან უსაფრთხოების განხილვის მიზნით


ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 26 ივნისს ბრიუსელში იკრიბებიან ორდღიანი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც განიხილავენ თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებს, ავღანეთში მისიის საკითხს და რუსეთის მხრიდან იარაღის შეზღუდვის ცივი ომის პერიოდის ხელშეკრულების კვლავ დარღვევას - ამბობს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მარკ ესპერი აცხადებს, რომ აპირებს მოლაპარაკებაზე წამოჭრას ირანის საკითხი და იმედს გამოთქვამს, რომ ვაშინგტონის მცდელობა, შეაკავოს თეირანთან კონფლიქტი, მხარდაჭერას მოიპოვებს და გზა გაეხსნება დიპლომატიას.

XS
SM
MD
LG