Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო რუსეთს სთხოვს პასუხს სირიაში დაბომბილი საავადმყოფოების თაობაზე


ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კოორდინატორმა, მარკ ლოუკოკმა 25 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთს თხოვა მას გაუზიაროს დეტალები, როგორ იყენებს საავამდყოფოთა ადგილმდებარეობის კოორდინატებს სირიაში, მას შემდეგ, რაც იქ საავადმყოფოებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

საავადმყოფოების ადგილმდებარეობის კოორდინატები სირიაში მებრძოლ მხარეებს გაეროს გზით მიეწოდებათ, როგორც ნაწილი კონფლიქტის განმუხტვის ჰუმანიტარული სისტემისა, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო ობიექტების დაცვას თავდასხმებისგან. მაგრამ ამ მექანიზმის არსებობის მიუხედავად, გაეროს ცნობით, 23-ზე მეტ საავადმყოფოზე განხორციელდა იერიში მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ჯარებმა შეტევა დაიწყეს ქვეყნის ჩრდილოდასავლეთის პროვინცია იდლიბზე .

რუსეთი, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარი მხარდამჭერია, უარყოფს, რომ საჰარო კამპანიის სამიზნე საავადმყოფოები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG