Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაეკისროს გიორგი გახარიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა: ახალგაზრდებმა პროკურატურას მიმართეს


შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს პარტია “ახალი საქართველოს” წარმომადგენლებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენიც არიან.

პროკურატურაში შეტანილი განცხადების ავტორთა სიტყვებით, 20-21 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა:

"სახეში ესროდნენ ახალგაზრდებს და დაასახიჩრეს აქციის მონაწილეები... ყველაზე პირველი, ვინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი არის გიორგი გახარია", - ამბობს გიორგი ხაბურძანია, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

XS
SM
MD
LG