Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის ნიშნად ქუთაისის საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან


ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებს არ დაესწრებიან. განცხადება ამის შესახებ ჯერ „ევროპული საქართვლოს“, ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკეთეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ მათ წერილობით მიმართეს საკრებულოს, რათა ემსჯელათ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა, საკრებულომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ნაცვლად არსებული პრობლემებისა, ფრაქციების შექმნა განიხილეს.

"რუსებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, უმრავლესობამ პოლიტიკური ტრიბუნის. არ გვაძლევენ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ქვეყნაში განვითარებულ მოვლენებზე. მივმართეთ დღის წესრიგში შეეტანათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ეს არის ქვეყნის პრობლემა, აქციებია ყველგან და ვალდებული არიან იმსჯელონ ამაზე, მაგრამ ფრაქციის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არსებული მდგომარეობა. არ ფიქრობენ კრიზისი დაძლიონ და ამიტომ პროტესტს ვუცხადებთ საკრებულოს", - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა ასევე "ევროპულმა საქართველომ".

"მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიდრე გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას, არ დაისჯებიან დამნაშავეები, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს. არ დავესწრებით არც კომისიებს და არც საკრებულოს სხდომებს. ამით, სოლიდარობას ვუცხადებთ, აქციების მონაწილეებს და ვიზიარებთ მათ მოთხოვნებს",- განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით გოგისვანიძემ.

XS
SM
MD
LG