Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძემ პარლამენტში მისვლა გადაიფიქრა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყოველწლიური ანგარიშით დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღარ წარდგება. პრემიერის პრესსამსახური ჯერჯერობით მიზეზს არ ასახელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში 27 ივნისს 12 საათისთვის ელოდნენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ პარლამენტის ბიურომ 25 ივნისს მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის მოხსენება დაეყრდნობოდა სამთავრობო პროგრამის შესრულების იმ 212 გვერდიან საანგარიშო დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში წერილობითი სახით 3 ივნისს შევიდა. დოკუმენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვას, ეკონომიკურ პროცესებს, განათლებას და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს შეეხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიური მოხსენებით საქართველოს პარლამენტში, ახალი რეგლამენტით, ივნისის ბოლომდე უნდა წარდგეს.

XS
SM
MD
LG