Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაიმართა პრეზიდენტობის მსურველი დემოკრატების პირველი წინასაარჩევნო დებატი


აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 16 თვით ადრე გაიმართა დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დასახელების მსურველთა პირველი ტელედებატი.

26 ივნისის დებატებში მონაწილეობდა 10 დემოკრატი პოლიტიკოსი. მთლიანობაში, 24 ადამიანი იბრძვის დემოკრატიული პარტიის კანდიდატად არჩევისათვის, რის გამოც ორგანიზატორებს მოუწიათ დებატების ორ დღეზე განაწილება.

პირველი დღე, ძირითადად, დაეთმო აშშ-ის შიდაპოლიტიკურ თემებს: ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს, ჯანდაცვასა და იმიგრაციას. ირანთან დაძაბულობა მხოლოდ მოკლედ ახსენეს. პრეტენდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებაში დარჩენას.

პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად დასახელების მსურველებს შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სენატორი ბერნი სანდერსი.

XS
SM
MD
LG