Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში იმართება ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მოლაპარაკება ირანის შესახებ


ბრაიან ჰუკი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხში
ბრაიან ჰუკი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ირანის საკითხში

ირანის საკითხში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, ბრაიან ჰუკი, პარიზში ხვდება ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ დიპლომატებს.

მოლაპარაკების ფონია ევროპის ქვეყნების ძალისხმევა, გადაარჩინონ ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმება.

ევროპელებს სურთ, თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია აშშ-სა და ირანს შორის და სურთ ირანის დარწმუნება, არ თქვას უარი შეთანხმებაზე, რომელიდანა აშშ გავიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით.

გაეროში ირანის ელჩმა 26 მოუწოდა ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, „დროულად“ მიმართონ პრაქტიკულ ნაბიჯებს შეთანხმების გადასარჩენად.

თეირანს ნათქვამი აქვს, რომ აღარ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას დაბალგამდიდრებული ურანის მარაგის შესაზღუდად, რაც არის მისი რეაქცია აშშ-ის მხრიდან სანქციების განახლებაზე.

2015 წლის შეთანხმება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის საერთაშორისო სანქციების მნიშვნელოვნად შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG