Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალდაბელებმა გორი - ცხინვალის ავტომაგისტრალი ცოტა ხნით გადაკეტეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებმა გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს და სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სოფელში გზის, სანიაღვრე სისტემის და სასმელი წყლის პრობლემებია მოსაგვარებელი. მათივე თქმით, 26 ივნისის ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ისედაც გადათხრილი გზები კიდევ უფრო დააზიანა, სანიაღვრე არხიდან გადმოსული წყალი კი სოფლის მოსახლეობის ერთ ნაწილს ყოველი ნალექის დროს ტბორავს.

სოფელში აქციის შემდეგ უკვე ჩავიდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. ადგილზე ჩაყვანილია ტექნიკაც, რომელიც გზას ასწორებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალდაბაში ახლო მომავალში იგეგმება როგორც სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, ასევე გზების კაპიტალური შეკეთება. ახალდაბელებმა გადაკეტილი მაგისტრალი მალევე გახსნეს.

XS
SM
MD
LG