Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია სასამართლოში მივიდა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სასამართლოში იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნიკა მელიას მეგობრები და მხარდამჭერები. ისინი ნიკა მელიას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 26 ივნისს მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

XS
SM
MD
LG