ყაზახეთის ქალაქ ჩიკმენტში მთავარი ქუჩა გადაკეტეს საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა, რომლებიც ევაკუირებულ არიან ქალაქ არისში იარაღის და ამუნიციის საწყობებში აფეთქების გამო.
რამდენიმე აფეთქებას არისში სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 27 ივნისის დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უკან დაბრუნებისა ეშინიათ. აფეთქებები იარაღის და ამუნიციის საწყობებში 2009 წლიდან რამდენჯერმე მოხდა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ რეგიონის მმართველ ომირზაყ შოკეევთან შეხვედრას და მასთან მათი სხვა საცხოვრებელ ადგილას ბინების მიცემის შესაძლებლობის განხილვას.
შოკეევმა მოთხოვნა შეასრულა და შეხვედრა გამართა დემონსტრანტების ნაწილთან მეჩეთში და პირობა მისცა მათ, რომ საწყობებს გადაიტანდნენ და იქვე აუშენებდნენ ახალ სახლებს. შოკეევის თქმით, მათ ახალ სახლებს აუშენებენ და შემდეგ, თუ სურთ, შეუძლიათ გაყიდონ სახლები. მან მოსახლეობას განუცხადა, რომ ხმები, რომ რადიაცია გავრცელდა, სიცრუეა. დემონსტრანტების თქმით, მათ სურთ, რომ ბოლო აფეთქების შედეგად დანგრეული სახლების სანაცვლოდ მთავრობამ მათ ახალი სახლები უნდა მოუძებნონ და სხვაგან დასახლების საშუალება მისცენ.