აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ომს არ ესწრაფვის, მაგრამ მზად არის დაიცვას აშშ-ის ინტერესები თეირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში.
27 ივლისს მარკ ესპერის მიერ გაკეთებული ამ განცხადების ფონია დაძაბულობა რეგიონში და თეირანსა და ვაშინგტონს შორის მძაფრი რიტორიკა.
ირანის რეჟიმი ქაოსს და კონფლიქტს თესავს ბოლო 40 წელიწადში, აშშ ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის გამოწვევი არ არის, ირანის მტრული მოქმედება საერთაშორისო პრობლემაა, რომელიც ბევრს სახელმწიფოს ეხება, განაცხადა ესპერმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე.
მან თქვა, რომ ირანი ესწრაფვის ბირთვულ იარაღს, მზარდ ბალისტიკურ პროგრამას, მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმს და თავს ესხმის საერთაშორისო სატრანსპორტო გზებზე ნავიგაციის თავისუფლებას. „მსურს გარკვევით ვთქვა, აშშ არ ესწრაფვის ომს ირანთან“, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა და დასძინა, რომ აშშ მზად არის დაიცვას აშშ-ის ჯარი და ინტერესები რეგიონში.
ნატოს შეხვედრა შედგა ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე საჰაერო თავდასხმა შეაჩერა მისი განხორცილების წინ რამდენიმე წუთით ადრე.
ირანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას არ მიემხრნენ ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, რომლებმაც გააკრიტიკეს ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გამო.