„ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩენებს რეალურ სიტუაციას და რეალურ განწყობას, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზ., ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ თქვა, მან 20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლამდე რამდენიმე ხნით ადრე, რომ რეზინის ტყვიები და გაზი „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის, მაშინ როცა აქცია სწორედ რეზინის ტყვიებით და ცრემსადენი გაზით დაიშალა.
„ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩენებს რეალურ სიტუაციას და რეალურ განწყობას, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენების იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე და როდესაც დადგა ეს კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას, პოლიცია იქნა იძულებული გამოეყენებინა ერთადერი რაც მათ ჰქონდათ - ლეგიტიმური ძალა. რამდენიმე იერიში, რამდენიმე ფაზა იყო,იერიშის რაც განხორციელდა აგრესიული ძალის მიერ ჩვენს პოლიციელებზე, ეს კარგად ჩანს ვიდეოკადრებზე და ჩვენმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.