Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა აქცია „ვაღვიძებთ ბიძინას!“


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენრტთან ფეხით მსვლელობით მივიდნენ. ტრანსპარანტებით, სასტვენებით ისინი ცდილობენ ხმა გააგონონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მათი თქმით, გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი პირია საქართველოში.

მათ ბიძინა ივანიშვილის ყვითელი ბარათები აჩვენეს.

„ვაღვიძებთ ბიძინას. ის გვცდის რამდენად მართლაც, მშვიდობიანები ვართ, ჩვენ ეს პასუხი გავეცით და დღესაც გავცემთ, ჩვენ ვართ მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ მოვედით ევროპის ჰიმნით, რათა გავდევნოთ რუსეთის ჰიმნი, ჩვენ აღარ გვინდა რუსეთის დამპალი იმპერია“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმაშოთა დიღმელაშვილმა

„გადადგეს გახარია და დავიხურავთ ქუდს. ჩვენ გვინდა მალე წავიდეთ სახლში. გაგვაკეთებინეთ ჩვენი საქმეები, ჩაგვახუტეთ ბავშვებთან. წადი გახარია!“-იმის შეძახილები, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.

აქციის მონაწილეებმა ბიზნესცენტრთან საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები იმღერეს.

XS
SM
MD
LG