დედაქალაქში დღეს მუშაობას იწყებს კონფერენცია სახელწოდებით „ციფრული ციებ-ცხელება თბილისში“. მასში 10 ქვეყნის 100 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ IT სპეციალისტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების ორგანიზატორების თანახმად, კონფერენციის ფარგლებში ციფრული ინდუსტრიის ლიდერები - ბიზნესმენები, სტარტაპერები, საჯარო მოხელეები, აიტი სპეციალისტები, ინვესტორები საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით შექმნილ ვითარებასაც გაეცნობიან და ქართულ ეკონომიკაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობებსაც განიხილავენ.
ღონისძიებაზე 40 მომხსენებელი საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში არსებული ვითარებისა და ტრენდების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გაუზიარებს.