Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ


მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ - ინფორმაციას ამის შესახებ BPN აქვეყნებს. სააგენტო იუწყება, რომ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განიხილავენ, „თიბისის“ აქციების დაახლოებით 8% დროებით მესამე მხარეს, საფინანსო ინსტიტუტს გადასცენ, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წილს უკან გამოისყიდიან.

BPN-ის ცნობით, ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე - 13.37%; ბადრი ჯაფარიძე - 6.68%; European Bank for Reconstruction and Development - 8.08%; JPMorgan Asset Management - 6.49%; Schroder Investment Management - 7.18% და Dunross & Co. - 5.94%. ბოლო მონაცემებით, „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 871.17 მლნ გირვანქა სტერლინგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG