Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძის თქმით, შსს-მ აღკვეთა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარლამენტზე მესამე შტურმი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე ბრიფინგი გამართა, სადაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შსს-ს დამსახურებას, რითაც მისი თქმით, სამართალდამცავებმა ქვეყანას თავიდან ააცილეს უმძიმესი შედეგები:

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და ქვეყანაში სრული ქაოსი და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში, აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულად კი შსს, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა. შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება“.

კანცელარიაში რამდენიმე წუთში მთვარობის სხდომა დაიწყება.

XS
SM
MD
LG