Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იანდექსი“ ადასტურებს მასზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტს


"იანდექსის" ლოგო, გამოსახული კომპანიის სათავო ოფისის შენობაზე მოსკოვში
"იანდექსის" ლოგო, გამოსახული კომპანიის სათავო ოფისის შენობაზე მოსკოვში

რუსეთის უდიდესი ინტერნეტ-კომპანია „იანდექსი“ ადასტურებს, რომ 2019 წლის ბოლოს მასზე მოეწყო კიბერთავდასხმა. მაგრამ, ასევე „იანდექსის“ თანახმად, არ გაუჟონავს ინფორმაციას მომხმარებელთა მონაცემებზე.

„იანდექსმა“, რომელსაც ზოგჯერ „რუსეთის გუგლს“ უწოდებენ, 27 ივნისს გამოაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმა ადრეულ ეტაპზევე შეამჩნია და „გაანეიტრალა“, ვიდრე ზარალი მიადგებოდა.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ გასული წლის შემოდგომაზე „იანდექსზე“ კიბერიერიში მიიტანეს დასავლეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა.

მათ აამოქმედეს იშვიათად გამოყენებული პროგრამა, რომელსაც დასავლეთის დაზვერვის სააგენტოები იყენებენ მომხმარებლებზე ჯაშუშობის მიზნით.

აშშ-ის უსაფრთხოების უწყებები უარს ამბობენ კომენტარზე.

XS
SM
MD
LG