Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა, რადგან ყველას სჭირდება პასუხები


კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ რადგან ფაქტების დადგენა ყველას სჭირდება, მნიშვნელოვანია მოვლენების ბოლომდე გამოძიება და ფაქტების დადგენა.

დაიწყო გამოძიება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან და ძალადობის წაქეზებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის წარმართვა დაბალანსებულად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა, რადგან ყველას სჭირდება პასუხები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ გამოძიებაში სახალხო დამცველის ჩართულობას. ეს გაზრდის პროცესის გამჭვირვალობას“, - აღნიშნავს ელჩი და ამბობს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს პროცესის გამჭვირვალობის მხარდაჭერას:

ნათელია ყველასთვის, რომ გამჭვირვალობა და სანდოობა ამ საკითხებზე უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება დემონსტრაციებს და ნებისმიერი აქტორის ქმედებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ფარგლებში მოხდეს როგორც მუშაობა, ისე მოსაზრებების გამოხატვა. ვიმედოვნებთ, რომ პასუხისმგებლიანი ნაბიჯები კეთილსინდისიერად გადაიდგმება, რაც კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

XS
SM
MD
LG