ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ორი მოადგილე დანიშნა. პირველი მოადგილის, ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს პროფესიით იურისტი გიგა ფარულავა, რომელიც დღემდე მერიაში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მეორე მოადგილედ ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კაკავა დაინიშნა.
საკრებულოს თავმჯომარის მამუკა წოწერიას თქმით, კონსტანტინე კაკავას საკრებულოში პარტიულის სიის მიხედვით, სავარაუდოდ, ჯონი ზარანდია ჩაანაცვლებს, რომელთანაც კონსულტაციები მიმდინარეობს.
19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული გიორგი შენგელიას უფლებამოსილება ზუგდიდის საკრებულომ 10 ივნისს ცნო, რის შემდეგაც ყოფილი მერის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ.