Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია არ შედგა


შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია, რომელიც 28 ივნისის საღამოს, რესპუბლიკის მოედანზე იგეგმებოდა, არ შედგა.

კონტრაქციის ორგანიზატორებს თავდაპირველად გიორგი გახარიამ მიმართა, რომელმაც მოუწოდა მათ, რომ არ იყო საჭირო კონტრაქციის გამართვა.

ცოტა ხნის წინ, სპეციალური განცხადება გაავრცელა „ქართულმა ოცნებამაც“, სადაც აღნიშნული იყო, რომ არსებულ ვითარებაში მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის.

მეცხრე დღეა გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები.

XS
SM
MD
LG