Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობამ დაარეგისტრირა ინიციატივა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე


საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩატარების შესახებ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ:

„თქვენ ნახეთ, როგორც კი ჩვენ საზოგადოებიდან მოგვივიდა დაკვეთა და მივიღეთ გზავნილები კონკრეტული - ადამიანები ითხოვდნენ პროპორციულ სისტემას - უკვე ახალ ამბავსაც გეტყვით ამასთან დაკავშირებით: რომ უმრავლესობის სხდომის მიმდინარეობის დროს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლისთვის, ბარიერის გარეშე“.

XS
SM
MD
LG