Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი: განახლდება მოლაპარაკება აშშ-თან ვაჭრობის შესახებ


ოსაკა, 2019 წლის 28 ივნისი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი (მარჯვნივ) იაპონიაში "დიდი ოცეულის" სამიტის დროს
ოსაკა, 2019 წლის 28 ივნისი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი (მარჯვნივ) იაპონიაში "დიდი ოცეულის" სამიტის დროს

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი იაპონიაში შეხვედრისას შეთანხმდნენ ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების განახლებაზე.

საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ 29 ივნისის ცნობით, ვაშინგტონი არ შემოიღებს ახალ ტარიფებს ჩინეთიდან იმპორტზე, რითაც ტრამპი იმუქრებოდა იაპონიაში გამართულ შეხვედრამდე.

ტრამპს ჯერ არ დაუდასტურებია ცნობა ახალ ტარიფებზე უარის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი შეხვედრა“ სი ძინპინთან - მე ვიტყოდი, არაჩვეულებრივიო, აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.

ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად გამართულ შეხვედრამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა ჩინეთთან „ისტორიული“ სავაჭრო შეთანხმებისათვის. ხოლო სი ძინ პინმა თქვა, რომ „დიალოგი“ ჯობია „კონფრონტაციას“.

XS
SM
MD
LG