Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ტრამპთან შეხვედრაზე „პრიორიტეტული“ იყო დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების საკითხი


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას „პრიორიტეტული“ იყო რუსეთში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების საკითხი.

პუტინის განმარტებით, ტრამპმა ამ თემაზე გააკეთა აქცენტი ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად გამართული შეხვედრის დროს.

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, პუტინის ამბობს, რომ მეზღვაურების საკითხს „სამუშაო რეჟიმში“ განიხილავენ. „ისინი (მეზღვაურები) მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ მათ რუსეთის კანონი დაარღვიეს“, - განაცხადა რუსმა ლიდერმა.

გასული წლის ნოემბერში რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან დააკავეს უკრაინის სამი ხომალდი მათ ეკიპაჟებთან - 24 მეზღვაურთან - ერთად.

გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთს 25 ივნისამდე უნდა გაეთავისუფლებინა მეზღვაურები, რაც მას გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG