Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა კიმ ჩენ ინს შესთავაზა ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრა


2019 წლის 28 თებერვალი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჰანოიში შეხვედრისას
2019 წლის 28 თებერვალი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჰანოიში შეხვედრისას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შესთავაზა ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრა „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ.

სამიტს იაპონიის ქალაქმა ოსაკამ უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათ დილს ტვიტერში დაწერა ინიციატივის შესახებ, რომ დემილიტარიზებულ ზონაში ხელი ჩამოართვას და სალამი უთხრას კიმ ჩენ ინს.

მანამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია ორი ლიდერის შესაძლო შეხვედრაზე. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ეს ინიციატივა სრული მოულოდნელობა იყო არამარტო სამიტის მონაწილე დიპლომატებისათვის, არამედ ტრამპის მრჩევლებისთვისაც.

ტრამპისა და კიმ ჩენი ინის წინა, თებერვალში გამართული შეხვედრა ფიასკოთი დასრულდა. ამერიკელმა ლიდერმა უარი თქვა მოლაპარაკების გაგრძელებაზე, როცა აღმოჩნდა, რომ კიმ ჩენ ინი არ არის მზად გადადგას ნაბიჯები ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG