აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიაში შეხვდა საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმანს და შეაქო ის „საუცხოოდ მუშაობისათვის“. ტრამპმა „მეგობრად“ მოიხსენია მოჰამად ბინ სალმანი.
მათ ერთად ისაუზმეს „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად გამართული შეხვედრის დროს.
დასავლეთში სალმანს მკაცრად აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც შარშან სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს საუდის არაბეთიდან ემიგრირებული ჟურნალისტი, ამერიკაში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე ჯამალ ხაშოგჯი.
აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა დაადგინეს, რომ ხაშოგჯი მოკლეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის დავალებით, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.