Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიტა რაჭველიშვილი: დღეს აქციაზე პროტესტს სიმღერით გამოვხატავ


ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი 29 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე სიმღერას აპირებს. ამის შესახებ მან თავის ფეისბუკ გვერდზე განაცხადა.

"ეს არის სამართლიანი აქცია, რომელიც ტარდება იმ ახალგაზრდების ორგანიზებით, რომელბიც არიან ჩვენი მომავალი, ვინც იქნება უკეთესი მომავლის იმედი. მეც აუცილებლად იქ ვიქნები. გუშინ ჩამოვედი საქართველოში და საღამოს ვერ მოვახერხე მოსვლა. დღეიდან, მე თქვენ გერდით ვარ", - ამბობს ანიტა რაჭველიშვილი

მისი თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აქცია პოლიტიკური ძალების ორგანიზებულია. "არავინ კავშირში არ ვართ პოლიტიკასთან. ვართ მოქალაქეები ვისთვისაც წარმოუდგენელია, რომ პარლამენტში, სადაც იჯდა ზვიად გამსახურდია და საიდანაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, იჯდეს მტრის წარმომადგენელი", - აცხადებს მეცო-სოპრანო.

29 ივნისს, აქციების მეათე დღეს, ორგანიზატორები თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარშს გეგმავენ. მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG