Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერი შეთანხმდნენ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე შეთანხმდნენ ორმხრივი ეკონომიკური კავშირის გაღრმავებაზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს პროგრესს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.

შეხვედრა გაიმართა ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ.

აბემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორივე ლიდერს მიზნად აქვს დასახული, მოგვარდეს უთანხმოება კურილის კუნძულების იმ ნაწილის გარშემო, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ომის ბოლო დღეებში. იაპონია არ ცნობს ოთხ კუნძულს რუსეთის ნაწილად და მათ „ჩრდილოეთის ტერიტორიებად“ მიიჩნევს.

ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ სადავო კუნძულებზე განხორციელდება ერთობლივი ეკონომიკური პროექტები.

პუტინის თქმით, ტერიტორიული უთანხმოების შესახებ მიმდინარეობს „არსებითი დიალოგი“, რომელიც გაგრძელდება.

იუწყებიან ასევე, რომ პუტინმა შინზო აბე მიიწვია აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება რუსეთის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში.

XS
SM
MD
LG