ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ასობით ადამიანი მონაწილეობდა გეი პრაიდის მსვლელობაში, რომელიც ამ ქვეყანაში პირველად გაიმართა.
პოლიციის მონაცემებით, 29 ივნისის მსვლელობას შეუერთდა 1000-მდე ადამიანი ცისარტყელას ფერებიანი ბანერებითა და დროშებით.
ძალადობის, ან დაძაბულობის გამომწვევი ინციდენტების შესახებ არაფერს იუწყებიან.
სკოპიეშივე გაიმართა მომცრო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც გამოვიდნენ "ოჯახის დაცვის“ მოწოდებებით.
მაკედონიის საზოგადოება საკმაოდ კონსერვატიულად ითვლება, მაგრამ ბოლო წლებში შესუსტდა უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ.