ციმბირში მდებარე ირკუტსკის ოლქში ხუთი ადამიანი შეიწირა წყალდიდობამ. დაღუპულთა შესახებ ცნობას ავრცელებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“.
დაიტბორა 4000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ძლიერ წვიმებს მდინარეების ადიდება მოჰყვა და ასობით შემთხვევაში გახდა საჭირო მოსახლეობის ევაკუაცია.
რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს 29 ივნისის ინფორმაციით, დაშავდა 350-მდე ადამიანი. სტიქიური უბედურებით დაზარალებული რეგიონი ბაიკალის ტბის დასავლეთით მდებარეობს.